ენტონი ბლინკენი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კონსენსუსს მივაღწევთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბერლინში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ „თითქმის საყოველთაო ძალიან მტკიცე მხარდაჭერა" მოისმინა.

„აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს როგორც შვედეთის ასევე ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს“, - აღნიშნა ბლინკენმა ბერლინში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კონსენსუსს მივაღწევთ”, - განაცხადა ბლინკენმა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩოს უახლოეს მომავალში ხელახლა გახსნის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს