ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ბალტიის რეგიონის უსაფრთხოებას გაზრდის

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევა-მარია ლიმეტსი აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება გაზრდის ბალტიის რეგიონის უსაფრთხოებას.

„როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მიეკუთვნებიან ნატო-ს, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია გვქონდეს უფრო ფართო ერთობლივი წვრთნები და ასევე თავდაცვის სფეროში მეტი თანამშრომლობა“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, ფინეთი და თურქეთი გადალახავენ უთანხმოებას სკანდინავიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ბერლინის შეხვედრის ატმოსფერო ძალიან მხარდამჭერი იყო.

„ჩვენ ვნახეთ გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ასევე ვნახეთ ამ ქვეყნების მზადყოფნა, გადალახონ ეს განსხვავებები“, - აღნიშნა ევა-მარია ლიმეტსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა