ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ლუკაშენკო აბალანსებს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა დასავლეთის სანქციებისა და უკრაინის საპასუხო ქმედების რისკის გამო

თვის დასაწყისში, წვრთნების შემდეგ, ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაციების ძალების ასევე საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების ქვეყნის დასავლეთში მდებარე საწვრთნელ პოლიგონებზე დისლოცირების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ბელარუსის ჯარების საზღვართან ყოფნა, სავარაუდოდ, გაართულებს უკრაინული ჯარების განლაგებას დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბელარუსული ძალები უშუალოდ კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ. „თუმცა, ბელარუსის ტერიტორია გამოიყენებოდა, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინსვლისთვის კიევსა და ჩერნიგოვში. რუსეთმა ასევე განახორციელა სარაკეტო და ავია დარტყმები ბელარუსიდან. ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, სავარაუდოდ, აბალანსებს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა დასავლეთის სანქციების, უკრაინის საპასუხო ქმედებისა და ბელარუსის სამხედროების შესაძლო უკმაყოფილების რისკის გამო,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს