შვედეთი თურქეთში მოლაპარაკებისთვის დიპლომატთა ჯგუფს აგზავნის

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პიტერ ჰულტკვისტის განცხადებით, შვედეთი თურქეთში დიპლომატებს გააგზავნის, იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობები გადაილახოს.

„ჩვენ გავაგზავნით დიპლომატთა ჯგუფს თურქეთთან დისკუსიებისა და დიალოგის გასამართად, რათა დავინახოთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს და რას ეხება სინამდვილეში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პიტერ ჰულტკვისტმა აღნიშნა, რომ შვედეთის პარლამენტი დღეს გამართავს დებატებს ნატო-ს წევრობის განაცხადის შესახებ და მთავრობა ოფიციალურ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში მიიღებს.

შეგახსენებთ, თურქეთმა განაცხადა, რომ სურს, ფინეთმა და შვედეთმა მათ ტერიტორიაზე მყოფი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და გააუქმონ აკრძალვები ზოგიერთი იარაღის თურქეთისთვის მიყიდვის შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა