რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვთვლით, რომ საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში - მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ

რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. ვთვლით, რომ საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან ლუსიან აურესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

„ვფიქრობ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისა და ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის. ამის შემდეგ პროცესში ჩართული თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება ამ გზის გაგრძელდება. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს იმპულსი არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნებზე იქნება, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან გზაზე და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით, რომ მხარი დავუჭიროთ მათ“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა