სერგეი რიაბკოვი - ნატო-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ამ ბლოკში გაწევრიანებას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება და რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატო-ს ამ ზოგადი კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ - ეს ცალკე საკითხია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანების შედეგი პრაქტიკული თვალსაზრისით. ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება,“- განაცხადა რიაბკოვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს