ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიაზე - სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს და არანაირი კავშირი არ აქვს მედია საქმიანობასთან

სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს და არანაირი კავშირი არ აქვს მედია საქმიანობასთან და სიტყვის და ჟურნალისტური გამოხატვის თავისუფლებასთან, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლებაზე დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სასამართლო გამოვიდა სააკაშვილ - ადეიშვილის ზეგავლენიდან და დაიწყო დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება.

„რუსთავი 2- ის გარშემო პროცესი მრავალი წელია საქართველოში გრძელდება და ამის სათავე იყო სამწუხაროდ, „რუსთავი 2“- ის აბსოლუტურად უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამის შემდგომ განვითარებული მოვლენები. როცა მიმდინარეობდა „რუსთავი 2“- ის ყოფილი და ახლა უკვე დღევანდელი მფლობელების დავა, რომ დაებრუნებინათ კომპანია, გვახსოვს უამრავი განცხადება, აქციები, სადაც ამბობდნენ, რომ ეს დავა პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს მედიაზე ზეწოლას. სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, ამის შემდეგ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრი განცხადების შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასამართლოების განაჩენის სისრულეში მოყვანა დროებით შეაჩერა, სანამ არ განიხილავდა ამ საკითხს, ამ საკითხის განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილების სისწორე და კანონიერება, შედეგად „რუსთავი 2“ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს და აქაც გამოირიცხა პოლიტიკური ნიშნით ქმედება. დღესაც დაახლოებით ანალოგიური სურათი გვაქვს, როცა კონკრეტული კომპანიიდან 7 მილიონი ლარის ამოღებას და სხვა კერძო კომპანიაში გადაქაჩვას ეხება საქმე და „რუსთავი 2“- ის ამ კუთხით დაზიანებას, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები ალბათ ზედა ინსტანციებში გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, სასამართლო იხელმძღვანელებს კანონის და ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე. ჩვენ უკვე ყველამ დავინახეთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ სასამართლო გამოვიდა სააკაშვილ- ადეიშვილის ზეგავლენიდან და დაიწყო დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება. მელაძის და ჟორჟოლიანის სასარგებლოდ რომ მიიღო სასამართლომ ორიოდე კვირის წინ გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ არაკანონიერად იქნენ გათავისუფლებულნი, მაშინ არ იყო სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული?!"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შესაძლო შეწყალებას, ქადაგიშვილის თქმით, გვარამია მის მიმართ უკიდურესად არაკორექტული იყო.

„ადამიანის მოხსენიება ხდებოდა ისეთი სიტყვებით, რაც ზრდილობაში კი არა, არაფერში აღარ ჯდება, სასამართლოს მხრიდან კი მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რამდენად გადადგამს პრეზიდენტი ამ ნაბიჯს და სიძულვილით ენით მოსაუბრე ადამიანზე მიიღებს შეწყალების გადაწყვეტილებას, ეს მასზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა