თურქეთის იუსტიციის სამინისტრო - შვედეთმა და ფინეთმა ტერორისტების ექსტრადირებასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნა არ მიიღეს

შვედეთმა და ფინეთმა უარყვეს თურქეთის მოთხოვნა 33 ადამიანის ექსტრადირებაზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და გიულენისტურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან (FETÖ), - თურქული მედიiს ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, თურქეთმა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფინეთიდან FETÖ-ს 6 და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 6 წევრის ექსტრადირება მოითხოვა, შვედეთიდან კი - „ტერორიზმში ეჭვმიტანილი“ 21 პირის.

სამინისტროს მტკიცებით, ორივე ქვეყანამ უარი თქვა 19 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე, 5-თან დაკავშირებით პასუხი არ გაუცია, 9-ის ექსტრადირების პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ანკარაში აცხადებენ, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვთ, ვინაიდან აღნიშნული ქვეყნები „ტერორისტული ორგანიზაციების უსაფრთხო თავშესაფარს“ წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ცდილობს ნატო-ში გაწევრიანებას, სამხედრო ალიანსის მოკავშირეების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა