„მაკდონალდსი“ რუსეთიდან გადის და ქვეყანაში თავისი ბიზნესის გაყიდვის პროცესს იწყებს

მაკდონალდსი“ რუსეთიდან გადის და ქვეყანაში თავისი ბიზნესის გაყიდვის პროცესს იწყებს, რომელიც 850 რესტორანსა და 62 ათას თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიამ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითა, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია და აღნიშნა, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება გონივრული აღარ არის და არც „მაკდონალდსის“ ღირებულებებს შეესაბამება.

ჩიგაკოში დაფუძნებულ კომპანიაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში განაცხადეს, რომ ისინი დროებით კეტავდნენ რესტორნებს რუსეთში, თუმცა შეუნარჩუნებდნენ ანაზღაურებას თანამშრომლებს. ახლა კი კომპანიის განმარტებით, ისინი ეცდებიან იპოვონ ბიზნესის მყიდველი, რომელიც აღნიშნულ თანამშრომლებს აიყვანს და ხელფასს გადაუხდის იქამდე ვიდრე გაყიდვის პროცესი დასრულდება.

„მაკდონალდსი“ პოტენციურ მყიდველს არ ასახელებს.

აღმასრულებელი დირექტორის კრის კემპჩინსკის განცხადებით, „მაკდონალდსის“ მომხმარებელთა და დასაქმებულთა ერთგულების გამო, რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება რთული აღმოჩნდა.

„თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა გლობალური საზოგადოების წინაშე და უნდა დავრჩეთ მტკიცე ჩვენს ღირებულებებში“,- განაცხადა კემპჩინსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა