ვლადიმერ პუტინი - ნატო გამოიყენება როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ერთი ქვეყნის მიერ - საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო თავისი გეოპოლიტიკის ჩარჩოებიდან გამოდის, ცდილობს გავლენა იქონიოს საერთაშორისო პროცესებზე სხვა რეგიონებში, რაც რუსეთისგან ყურადღებას მოითხოვს. ამის შესახებ მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(CSTO) სამიტზე ისაუბრა.

„ამ დაუსრულებელი გაფართოების პოლიტიკის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოდის თავისი გეოგრაფიული დანიშნულების ჩარჩოებიდან, ევროატლანტიკის ჩარჩოებიდან, ცდილობს სულ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და კონტროლი დაამყაროს საერთაშორისო ვითარებაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ცდილობს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე გავლენა არც თუ ისე საუკეთესო ფორმით იქონიოს. ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის განცხადებით, ნატო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენება და ეს ძალიან აგრესიული ფორმით ხდება.

„რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, დიახ, ეს პრობლემაა, რომელიც ჩემი შეხედულებით იქმნება ძალიან ხელოვნურად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. საერთოდ, ნატო გამოიყენება როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ერთი ქვეყნის მიერ - საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად“,- განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, ისედაც რთულ საერთაშორისო ვითარებას უსაფრთხოების მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა