ვლადიმერ პუტინი - სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მეზობელ უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რასაც დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ.

მისივე თქმით, ამ პროცესების პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებში რუსოფობიის გამწვავების ტენდენცია შეინიშნება.

„სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რაზეც თვალს ხუჭავს, ანუ ფაქტობრივად, ხელს უწყობს მათ ქმედებებს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ე.წ. კოლექტიური დასავლეთიდან. ყველაფერს ამას თან სდევს რუსოფობიის გამწვავება ე.წ. ცივილიზებულ და პოლიტკორექტულ ქვეყნებში, დასავლურ საზოგადოებაში“,- განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა