დანია, ისლანდია და ნორვეგია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმებიან

დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის ლიდერები, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ მიესალმნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ჩვენ, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, მტკიცედ მივესალმებით. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ნატოში გაწევრიანების შესახებ არის ეროვნული სუვერენული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება ფინეთისა და შვედეთის უფლებას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა. ფინეთსა და შვედეთს უფლება აქვთ, გარე ჩარევის მცდელობების გარეშე გააგრძელონ გაწევრიანების პროცესი”, - ნათქვამია ქვეყნების საერთო განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა