"აზოვის" მეთაური - სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს

„აზოვის“ პოლკის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკის დენის პროკოპენკოს განცხადებით, მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს.

დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ისინი 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგის უმაღლეს ძალებს და უკრაინის არმიას მისცეს შესაძლებლობა გადაჯგუფებულიყვნენ, მოემზადებინათ მეტი პირადი შემადგენლობა და მიეღოთ დიდი რაოდენობით შეიარაღება პარტნიორი ქვეყნებისგან.

„არცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს სამხედროების პროფესიონალური მომზადების გარეშე, რაც მათ ხდის არმიის ძვირფას ელემენტად.

სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, - აცხადებს დენის პროკოპენკო.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინასთან მიაღწია შეთანხმებას "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ.

უკრაინელი ოფიციალური პირებისგან ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ „ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მიმდინარე პროცესებს".

"რამდენადაც პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვერ ვიტყვით რა ხდება ახლა“,- აღნიშნა მან.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით