Reuters-ის ინფორმაციით, "აზოვსტალის" ტერიტორია ათეულობით ავტობუსმა დატოვა

საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება, რომ ათეულობით ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდათ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ალყაში მოქცეულ "აზოვტალის" ქარხანაში იყვნენ ჩარჩენილი, ტერიტორია დატოვა.

როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული უკრაინის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია და BBC-ი დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმებს.

მანამდე "აზოვის" მეთაურმა, დენის პროკოპეკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, განაცხადა, რომ იქ მებრძოლები უკრაინის სამხედრო უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებას ასრულებდნენ, გადაერჩინათ სამხედრო პერსონალის სიცოცხლე, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, რა იყო ეს გადაწყვეტილება.

უფრო ადრე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ.

უკრაინელი ოფიციალური პირებისგან ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ „ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მიმდინარე პროცესებს".

"რამდენადაც პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვერ ვიტყვით რა ხდება ახლა“,- აღნიშნა მან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც არსებული ვითარების შესახებ ცნობილი გახდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა