„თალიბანმა“ ავღანეთის ადამიანის უფლებათა კომისია, "არასაჭირო" უწყებად მიიჩნია და გააუქმა

ავღანეთში “თალიბანის” ხელისუფლებამ ყოფილი მთავრობის ხუთი საკვანძო დეპარტამენტი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ­დაცვის კომისია, გააუქმა.

მედიის ინფორმაციით, „თალიბები“ აცხადებენ, რომ არსებული ფინანსური კრიზისის პირობებში აღნიშნული დეპარტამენტების დაფინანსებას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

„ეს დეპარტამენტები არ იქნა მიჩნეული საჭიროდ და არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში, რის გამოც ისინი დაიშალა“, - თქვა თალიბანის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ინნამულა სამანგანმა.

„თალიბების“ მიერ გაუქმებულ უწყებებს შორის არიან ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭო და ავღანეთის კონსტიტუციის შესრულების ზედამხედველობის კომისიაც.

2021 წლის აგვისტოში, საერთაშორისო ძალებმა ავღანეთი დატოვეს, რასაც ავღანეთის მთავრობის კოლაფსი და „თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო