სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

ბარიატრიული ქირურგია მიმართულებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ბარიატრიულ ქირურგიას მეტაბოლურ ქირურგიასაც უწოდებენ .

მორბიდულმა სიმსუქნემ 21-ე საუკუნეში ეპიდემიური ხასიათი მიიღო და მოიცვა პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 1,5 მილიარდი ადამიანი ჭარბ წონას უჩივის. სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ყოფაცხოვრებასა და სამუშაო პირობებთან. რაც შეეხება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს, ეს შედარებით ახალი მიმართულებაა. 50 წლის წინ გაკეთდა პირველი ბარიატრიული ოპერაცია. განსაკუთრებული პოპულარობა ბარიატრიულმა ქირურგიამ მოიპოვა ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარებასთან ერთად.

ბარიატრიულ ქირურგიას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს. ის არ შეიძლება ყველა მსუქან ადამიანს გაუკეთდეს.

მისი კრიტერიუმებია:

  1. მორბიდული სიმსუქნე - როცა მასის ინდექსი (BMI) – 40 და მეტია ან 35 და მეტი - ზოგიერთი ავტორის მიხედვით;
  2. BMI 30-40-შემთხვევები მხოლოდ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;
  3. დიეტის და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად წონის მატების გაგრძელება;
  4. რეალური წარმოდგენა ოპერაციის რისკებსა და შედეგზე;
  5. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ წონის დაკლების რეჟიმის შენარჩუნება ექიმის რეკომენდაციის შესრულებისკენ.

ბოლო ორი ჩვენება განსაკუთრებით გამოსაყოფია გარკვეული პაციენტების მიმართ. ვინაიდან, ძალიან ბევრი მათგანი მოკლებულია რეალურ წარმოდგენას ოპერაციისა და მის შემდგომ ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილების აუცილებლობის შესახებ.

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციები შეიმუშავეს ენდოკრინოლოგებისა და ბარიატრიული ქირურგიის დარგის გამოჩენილმა ექსპერტებმა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობისთვის შექმნილია პოლიპროფილური გუნდი ქირურგების, ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების, ფსიქოთერაპევტების მონაწილეობით და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად წყდება ოპერაციული მკურნალობის, მისი სახეების, დიეტური მკურნალობის, კუჭის ბოტოქსის და ბალონირების საკითხები. კლინიკის ბარიატრიულ გუნდში შედიან ამ დარგის გამოჩენილი უცხოელი ექსპერტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ:

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16

ტელ.: +(032) 2 312 112; 577 222 112

(R)

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

ბარიატრიული ქირურგია მიმართულებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ბარიატრიულ ქირურგიას მეტაბოლურ ქირურგიასაც უწოდებენ .

მორბიდულმა სიმსუქნემ 21-ე საუკუნეში ეპიდემიური ხასიათი მიიღო და მოიცვა პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 1,5 მილიარდი ადამიანი ჭარბ წონას უჩივის. სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ყოფაცხოვრებასა და სამუშაო პირობებთან. რაც შეეხება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს, ეს შედარებით ახალი მიმართულებაა. 50 წლის წინ გაკეთდა პირველი ბარიატრიული ოპერაცია. განსაკუთრებული პოპულარობა ბარიატრიულმა ქირურგიამ მოიპოვა ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარებასთან ერთად.

ბარიატრიულ ქირურგიას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს. ის არ შეიძლება ყველა მსუქან ადამიანს გაუკეთდეს.

მისი კრიტერიუმებია:

  1. მორბიდული სიმსუქნე - როცა მასის ინდექსი (BMI) – 40 და მეტია ან 35 და მეტი - ზოგიერთი ავტორის მიხედვით;
  2. BMI 30-40-შემთხვევები მხოლოდ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;
  3. დიეტის და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად წონის მატების გაგრძელება;
  4. რეალური წარმოდგენა ოპერაციის რისკებსა და შედეგზე;
  5. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ წონის დაკლების რეჟიმის შენარჩუნება ექიმის რეკომენდაციის შესრულებისკენ.

ბოლო ორი ჩვენება განსაკუთრებით გამოსაყოფია გარკვეული პაციენტების მიმართ. ვინაიდან, ძალიან ბევრი მათგანი მოკლებულია რეალურ წარმოდგენას ოპერაციისა და მის შემდგომ ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილების აუცილებლობის შესახებ.

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციები შეიმუშავეს ენდოკრინოლოგებისა და ბარიატრიული ქირურგიის დარგის გამოჩენილმა ექსპერტებმა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობისთვის შექმნილია პოლიპროფილური გუნდი ქირურგების, ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების, ფსიქოთერაპევტების მონაწილეობით და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად წყდება ოპერაციული მკურნალობის, მისი სახეების, დიეტური მკურნალობის, კუჭის ბოტოქსის და ბალონირების საკითხები. კლინიკის ბარიატრიულ გუნდში შედიან ამ დარგის გამოჩენილი უცხოელი ექსპერტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ:

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16

ტელ.: +(032) 2 312 112; 577 222 112

(R)

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა