დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შორის საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს შორის საუბარი შედგა.

ინფორმაციას დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები.

მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ს ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 - წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს ზალკალიანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო