შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

„ეს ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული და ისეთი შეგრძნებაა, რომ მივედით იმ დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის. არ ვიცით რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენი გამოთვლით, ამას შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს. განცხადებას ფინეთთან ერთად წარვადგენთ დაახლოებით ერთ დღეში, შემდეგ კი მას ნატო განიხილავს,“- განაცხადა ან ლინდემ.

შეგახსენებთ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა მეზობელ ფინეთთან ერთად ნატოში უნდა გაწევრიანდეს, რათა შვედი ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი