რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოლაპარაკებები არ გრძელდება, უკრაინა ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც რუდენკომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ოფიციალური კიევი ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„მოლაპარაკებები არ გრძელდება. უკრაინა ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან“,- განაცხადა რუდენკომ.

მისივე განმარტებით, კიევმა არ უპასუხა რუსეთის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკების პროექტს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოეყო იარაღის შესაძენად, „კონფლიქტს აჭიანურებს“.

„სახსრების გამოყოფა და იარაღის უშუალო მიწოდება ამ კონფლიქტის მოგვარებას აჭიანურებს, ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა ჩვენმა ხელმძღვანელობამ“,- განაცხადა რუდენკომ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს