დიმიტრი პესკოვი - დასავლეთის ქვეყნები მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან - რასაც ისინი აკეთებენ ომია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, მტრულად განწყობილ სახელმწიფოებად იქცნენ.

„რაც ახლა ხდება, ჰიბრიდული ომია. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ აშშ-ის და ბრიტანელი მრჩევლებით, რომლებიც ეუბნებიან შეიარაღებულ უკრაინელ ნაციონალისტებს, რა უნდა გააკეთონ და აწვდიან მათ დაზვერვის მონაცემებს და ასე შემდეგ. ეს არის დიპლომატიური და პოლიტიკური ომი. ცდილობენ ჩვენს იზოლირებას მსოფლიოში, ეს არის ეკონომიკური ომი,“- აღნიშნა პესკოვმა.

„მართალია, ჩვენ მათ რბილად ვუწოდებთ არამეგობრულ სახელმწიფოებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, რადგან რასაც ისინი აკეთებენ ომია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და ყველა მიზანს მიაღწევს.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს", - განაცხადა მან.

დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა.

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა. მას მთელი ქვეყანა უჭერს მხარს. მას მხარს უჭერენ ახალგაზრდები, მას მხარს უჭერს ყველა თაობა,“- აღნიშნა პესკოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა