ამირან გამყრელიძე - სააკაშვილი მრავალპროფილურ და  ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა - მას ჯანმრთელობას ვუსურვებ

მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა - მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ გაიწელა დროში მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ჩატარება, გამყრელიძე განმარტავს რომ, არის კვლევები, რომელიც გარკვეულ პერიოდს საჭიროებს.

,,ვიცი, რომ დღეს, ბატონი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკა ,,ვივამედში" იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა, რომელიც საქართველოს დიდ მრავალპროფილურ კლინიკებს აქვთ. მოგეხსენებათ ისიც, რომ არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. მე მეტი დეტალი არ ვიცი და მას ჯანმრთელობას ვუსურვებ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო