Reuters - „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებს უკრაინისთვის დახმარების სახით 15 მილიარდი ევროს გამოყოფაზე მოლაპარაკება სურთ

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის სახით 15 მილიარდი ევროს გამოყოფაზე მოლაპარაკება სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, G7-ის ფინანსთა მინისტრები აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე კვირას ბონში ჩანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

გერმანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, დახმარება ძირითადად გრანტების სახით გაიცემა, რომლებიც, სესხებისგან განსხვავებით, არ საჭიროებს დაფარვას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების პროგრამა საჭიროა, რადგან უკრაინის შემოსავლები შემცირდა.

შეერთებულმა შტატებმა უკვე შესთავაზა დახმარების ნახევარი 7,5 მილიარდი დოლარის გრანტის სახით, დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ G7 მინისტრებს სურთ შეთანხმდნენ ერთობლივ კომუნიკეზე მომავალ შეხვედრაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა