რუსეთმა საქართველოში შემოსვლაზე თავისი მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვა გააუქმა

რუსეთის პრემიერ - მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ანტიკოვიდური შეზღუდვა, რომელიც საქართველოში შესვლასთან დაკავშირებით, საავტომობილო და სხვა გამშვებ პუნქტებზე იყო დაწესებული უქმდება.ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

შეზღუდვა 2020 წლის 27 მარტიდან იყო დაწესებული, რომლითაც დროებით იყო შეზღუდული მოძრაობა საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, მდინარეზე და სხვა შერეულ პუნქტებზე რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლით, თუმცა მოქმედებდა გამონაკლისი სიაც.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, შემაკავებელი ზომები აღარ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მიემგზავრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა