ნედ პრაისი - ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის მტკიცე მხარდაჭერას, იქნება ეს საქართველოში, თუ სადმე სხვაგან მსოფლოში

საკმაოდ მკაფიოდ და გულწრფელად ვსაუბრობთ ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც გვსურს განმტკიცებული იყოს საქართველოში, მთელ მსოფლიოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს მოიცავს კანონის უზენაესობასაც და ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებულ კითხვაზე ნედ პრაისმა უპასუხა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს დამოუკიდებელი მედიის გვერდით დგომას იქნება ეს საქართველოში, თუ სხვაგან.

„რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ გესმით, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელ მსოფლიოში. ორი კვირის წინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამის შესახებ ისაუბრა საგარეო პრესის ცენტრში, ვაშინგტონში, და ხაზი გაუსვა ეფექტური, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობას. აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში უამრავმა ჟურნალისტმა განიცადა დაშინება და ჩაგვრა. უამრავი მათგანი ტრაგიკულად დაჭრეს, ან მოკლეს მოვალეობის შესრულების დროს. მათი მოვალეობა მეტი არაფერია, თუ არა სიმართლის თქმა, სიმართლის გავრცელება მსოფლიოში მხოლოდ კალმისა და კლავიატურის გამოყენებით. ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის მტკიცე მხარდაჭერას, იქნება ეს საქართველოში, თუ სადმე სხვაგან მსოფლოში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა