რუსმა ჯარისკაცმა, რომელსაც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

რუსმა ჯარისკაცმა, რომელსაც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 21 წლის რუს ჯარისკაც ვადიმ შიშიმარინს ბრალად ედება ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის მამაკაცის მკვლელობა.

როგორც ცნობილია, ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი სასამართლო პროცესი ომის დანაშაულებზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია