ვოლოდიმირ ზელენსკი - საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ისეთი მარცხი განიცადეს, რომელიც რუსეთს სხვადასხვა ომებში ათწლეულების მანძილზე არ უნახავს - ბევრმა რუსმა ეს უბრალოდ ჯერ არ იცის, მაგრამ ცხოვრება აგრძნობინებს

საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ისეთი მარცხი განიცადეს, რომელიც რუსეთს სხვადასხვა ომებში ათწლეულების მანძილზე არ უნახავს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთით, უკრაინის ტერიტორია გათავისუფლებულია და ისინი ხარკოვის რეგიონს იბრუნებენ.

„ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთ რეგიონის ტერიტორია უკვე გათავისუფლებულია. ჩვენ ხარკოვის რეგიონს ვიბრუნებთ. დონბასში, ჩვენი სახელმწიფოს დამცველები ოკუპანტების ყველაზე სასოწარკვეთილ მცდელობებს იგერიებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარების შეტევებს ერთდროულად იგერიებენ სამხრეთში. ჩვენ ვიცავთ ზაპოროჟიეს, მიკოლაევს, ოდესას და ჩვენ გვახსოვს ყოველი ქალაქი და ყოველი დასახლება, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ: დროებით ოკუპირებული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ყირიმი. საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ისეთი მარცხი განიცადეს, რომელიც რუსეთს სხვადასხვა ომებში ათწლეულების მანძილზე არ უნახავს. სახელმწიფო პროპაგანდით მოწამლულმა ბევრმა რუსმა ეს უბრალოდ ჯერ არ იცის. მათ არ სურთ დაინახონ, რამდენად დიდია მათი დანაკარგი, ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით, ხალხი, ეკონომიკა, კულტურა, მომავალი, მაგრამ ცხოვრება მათ ამ დანაკარგს აგრძნობინებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა