რუსეთი CBC-ის მოსკოვის ბიუროს ხურავს

რუსეთი კანადის სამაუწყებლო კორპორაციის CBC-ის მოსკოვის ბიუროს ხურავს, აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტებსვიზებს უუქმებს და აკრედიტაციას უჩერებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ღია თავდასხმებს რუსულ მედიაზე ე.წ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც საკუთარ თავს ცივილიზებულს უწოდებენ”, - აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა კანადა „რუსოფობიასა” და მათ შორის, მედიის ცენზურაში დაადანაშაულა.

ზახაროვას განცხადებით, გადაწყვეტილება „კანადის ქმედებებისადმი საპასუხო ზომების” შესაბამისად იქნა მიღებული.

ცნობისთვის, ოფიციალურმა ოტავამ რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელეკომპანია RT აკრძალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს