ჯოზეფ ბორელი - ძალიან ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ჩვენ უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას

ჩვენ ძალიან ვაფასებთ გაეროში [უკრაინის საკითხზე] კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და იქ დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრობის განაცხადი განიხილეს.

„ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ე.წ სამხრეთ ოსეთში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადზე საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარაა, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს.

„ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ რეფორმების კურსის გაგრძელება მოხდეს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო“, - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც სრულად ანგარიშვალდებულია და რომელსაც მოქალაქეების ნდობა აქვს ისაა, რასაც ევროგაერთიანება ნებისმირი კანდიდატისგან მოითხოვს.

იხილეთ ვიდეო:ჯოზეფ ბორელი - ძალიან ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ჩვენ უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა