„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დასავლეთ გერმანიაში, კონიგსვინტერში იკრიბებიან, რათა უკრაინის დასახმარებლად რეაგირებას კოორდინაცია გაუწიონ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სთხოვა, შეუერთდნენ „ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაში“.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე განუცხადა, რომ „დიდმა შვიდეულმა“ მომდევნო დღეებში, რამდენიმე კვირაში უნდა უზრუნველყოს უკრაინის გადახდისუნარიანობა.
რაც შეეხება იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იაპონია გეგმავს, უკრაინის ფისკალური მხარდაჭერა 600 მილიონ დოლარამდე (572 მილიონი ევრო) გააორმაგოს.