დავით ზალკალიანმა აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრა გამართა.

ელჩის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის უკრაინის მიმართ აგრესიაზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანმა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ელჩმა სენატორს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე ინფორმაცია გაუზიარა. მხარეებმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას დაეთმო, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს აშშ-ის სენატში განგრძობითი ხასიათი ექნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება