ორმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებსაც ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ, თავი დამნაშავედ ცნო

ორმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებსაც სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ, თავი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ალექსანდრ ბობიკინი და ალექსანდრ ივანოვი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგნენ.

მათ უკრაინის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბვა ედებათ ბრალად.

ეს უკვე მეორე და მესამე რუსი ჯარისკაცია, რომელიც ომის მიმდინარეობისას სასამართლოს წინაშე წარსდგა, სერჟანტ ვადიმ შიშიმარინის შემდეგ, რომელმაც ასევე სცნო თავი დამნაშავედ 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო