ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინმა თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის

პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა და მისთვის უცნობია, მის გარდა რომელ ქართველ კოლეგას ესაუბრა კარასინი.

„ბატონმა კარასინმა ჩვენი საუბრის დროს მოკლე კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. მან ასევე თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას და ჩვენ ვთვლით, რომ ახლა, ამის დრო არ არის. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხი არ განხილულა. მოკლედ განვიხილეთ საკითხი ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რუსეთის მხარეს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ისინი ვერ ატარებენ სატვირთო ავტომობილების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა, მათ შორის, სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი „რეფერენდუმი” განიხილა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, - განუცხადა კარასინმა სააგენტოს.

იხილეთ ვიდეო:ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინმა თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები