გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაზე მსხვილი თანხაა, რომელიც ანგარიშზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ერთი გზავნილის სახით უცხოურ ვალუტაში უცხოელი ქველმოქმედებისგან ჩაირიცხა.

„ჩვენ მადლიერები ვართ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი ამ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო შენატანისთვის უკრაინის მიერ არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, არამედ მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორულ ურთიერთობას დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან და მადლიერები ვართ ყოველმხრივი დახმარებისთვის“,- განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კირილ შევჩენკომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა