გერმანელებმა ომში დაჭრილი უკრაინელები პოლონეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს

გერმანელმა სამხედროებმა ომში დაჭრილი უკრაინელების სამკურნალოდ, პოლონეთიდან გერმანიაში, მორიგი საჰაერო რეისი განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის საჰაერო ძალებმა „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ სპეციალური A310 MedEvac-ის თვითმფრინავი დღეს, გერმანიის ქალაქ კელნიდან აფრინდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საჰაერო ძალებმა ამ მარშრუტით, სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით 111 პაციენტი გადაიყვანეს.

გერმანიის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ პაციენტები ჰამბურგში უნდა გადაიყვანონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს