ევროპარლამენტმა უკრაინული პროდუქტის ევროკავშირში იმპორტისთვის სავაჭრო ბარიერების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინული პროდუქტის ევროკავშირში იმპორტისთვის სავაჭრო ბარიერების დროებით გაუქმებას.

აღნიშნულ წინადადებას დღეს ევროპარლამენტში ხმა 515-მა ევროდეპუტატმა მისცა, 32 წინააღმდეგ წავიდა, 11-მა კი თავი შეიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ რეგლამენტი ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ბარიერები ივნისში მოიხსნება. გამარტივებული სავაჭრო რეჟიმი კი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა