რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხუთი პორტუგალიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება პორტუგალიის მთავრობის ქმედების მიმართ საპასუხო ზომების ფარგლებში მიიღეს.
საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია 14 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 85 ევროპელი დიპლომატი გააძევა, მათ შორის 34 ფრანგი, 27 ესპანელი და 24 იტალიელი დიპლომატი.