რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებთან წვდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა განიხილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებთან წვდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ასევე განიხილება.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაეროს სურსათის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს მიმართა და აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი დაიღუპება მთელ მსოფლიოში რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.

„თუ თქვენ გაქვთ დარჩენილი რაიმე თანაგრძნობა დარჩენილი მსოფლიოს მიმართ მიუხედავად უკრაინისადმი არსებული გრძნობებისა, ეს პორტები უნდა გახსნათ“,- განაცხადა ბიზლიმ თავის მიმართვაში.

ცნობისთვის, უკრაინა შედის ქვეყნების ხუთეულში სოფლის მეურნეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტის მიმართლებით, მათ შორის არის: სიმინდი, ხორბალი, ქერი და მზესუმზირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო