ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრების ისტორია კომიქსის სახით გამოქვეყნდა

ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრების ისტორია კომიქსის სახით გამოქვეყნდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმის ზელენსკის ცხოვრების ისტორია კომიქსის სახით გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომიქსი, სათაურით - „პოლიტიკური ძალა: ვოლოდიმირ ზელენსკი” არის 22- გვერდიანი წიგნი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ მოვიდა ლიდერი ხელისუფლებაში 2019 წელს და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომის დასრულების პირობა დადო.

როგორც Sky News-ი იუწყება, კომიქსის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი „წითელ ჯვარს“ გადაეცემა.