ტედროს გებრეიესუსი - სერგეი ლავროვს ვესაუბრე, მე მოვითხოვე მარიუპოლისთვის, ხერსონისთვის, სამხრეთ ზაპოროჟიესა და ალყაში მოქცეული რეგიონებისთვის სამედიცინო დახმარების მიღებაზე უსაფრთხო წვდომა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია გებრეიესუსის „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.

მისივე თქმით, უკრაინის ალყაში მოქცეულ ქალაქებს სამედიცინო დახმარებაზე უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ.

„რუსეთის მონაწილეობაზე გლობალური ჯანდაცვის საკითხებში, ჯანმო-სთან მუშაობასა და უკრაინაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ვესაუბრე. მე მოვითხოვე მარიუპოლისთვის, ხერსონისთვის, სამხრეთ ზაპოროჟიესა და სხვა ალყაში მოქცეული რეგიონებისთვის სამედიცინო დახმარების მიღებაზე უსაფრთხო წვდომა. მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული“, - წერს გებრეიესუსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა