ჯო ბაიდენი - შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას

შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და თავდაცვის ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საუბარია აღორძინებულ ნატოზე, რომელსაც აქვს ინსტრუმენტები და რესურსები, სიცხადე და რწმენა, რომ დაიცვას საერთო ღირებულებები და გაუძღვეს მსოფლიოს. მთელ რიგ საკითხებში, შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის“ , - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მის ფინელ კოლეგასთან და შვედეთის პრემიერთან ერთად, ნატოში გაწევრიანების გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს