ფინეთის პრეზიდენტი - ვიზრუნებთ თურქეთის უსაფრთხოებაზე - ღია ვართ თურქეთის ყველა შეშფოთების განსახილველად

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო პირობას დებს, რომ აიღებს ვალდებულებას თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც ის ნატოს წევრი გახდება.
თეთრ სახლში გამოსვლისას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს უმასპინძლა, ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკვე აწარმოებს დისკუსიას თურქეთის პრობლემის მოსაგვარებლად და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება უახლოეს დღეებში.
„ფინეთს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთთან. როგორც მოკავშირეები ნატოში, ვიზრუნებთ თურქეთის უსაფრთხოებაზე ისევე, როგორც თურქეთი ჩვენ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი სერიოზულად ეკიდება ტერორიზმს: „ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს ყველა თავის ფორმაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ღია ვართ თურქეთის ყველა შეშფოთების განსახილველად ჩვენ წევრობასთან დაკავშირებით ღია და კონსტრუქციული ფორმით“ , - განაცხადა ნიინისტომ.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

























