ნატოში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი იდეალურ შემთხვევაში ნატოს შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში შეუერთდნენ

ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი იდეალურ შემთხვევაში ნატოს შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News აქვეყნებს.

ამერიკელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ალიანსი შეძლებს, ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრიანების შესახებ, თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გაუმკლავდეს.

"მოკავშირე თურქეთმა გარკვეული შეშფოთება გამოთქვა. მათ უსაფრთხოების სპეციფიკური შეშფოთება აქვთ, რაც ყველა მოკავშირესთან, აქ ნატოს შტაბ-ბინაში გამოთქვეს და ჩვენ ყველანი ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მათ ამ შეშფოთებას,"- აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

სმიტის თქმით, ალიანსის სიძლიერე ნამდვილად ემყარება მათ უნარს, მუდმივად წამოჭრან უთანხმოება, ალტერნატიული შეხედულებები და კონსენსუსის მისაღწევად ამ უთანხმოებების გადასაჭრელად იმუშაონ.

„ყველაფერი, რასაც ნატო აკეთებს, უნდა მიღწეული იყოს კონსენსუსის გზით, თქვენ უნდა გქონდეთ მოკავშირის 30 ხმა. ასე რომ, ჩვენ 73 - წლიანი გამოცდილება გვაქვს მოკავშირეთა უთანხმოებაზე მუშაობის ირგვლივ და აქედან გამომდინარე, მე პირადად საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს", - დასძინა ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ