გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, როცა გეძლევა შანსი, რომ გადადგა ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად დაეხმარება და ამ შანსს არ იყენებ, „ეს მოღალატეობრივი ნაბიჯია“

იმ შემთხვევაში თუ საქართველოსთვის მოხდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს იქნება კარგი და მისასალმებელი, მაგრამ იქნება გარკვეული, კონკრეტული და მკაცრი პირობებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გარკვეული რეფორმები აქვს გასატარებელი.

„სავარაუდოდ, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის იქნება ბევრად უფრო ტექნიკური საკითხები ან შეიძლება უპირობოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდეს და საქართველოსთვის, იმ შემთხვევაში თუ მოხდება სტატუსის მინიჭება, ეს იქნება კარგი და მისასალმებელი, მაგრამ იქნება გარკვეული, კონკრეტული და მკაცრი პირობებით იმიტომ, რომ საქართველოს აქვს გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები, გასატარებელი აქვს რეფორმები, რომელიც უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, როდესაც გეძლევა შანსი, რომ გადადგა ნაბიჯები, რომელიც შენ ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად დაეხმარება და შენ ამ შანსს არ იყენებ, ეს „მოღალატეობრივი ნაბიჯია“.

„როდესაც გეძლევა საშუალება, რომ შენი ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგა, როდესაც შენ ამის უფლება მოგცა ამომრჩეველმა და ქართველმა ხალხმა და შენ ამას ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებ და ქვეყანას აკარგვინებ იმ შანსს, რომელსაც წლებია ველოდებით და კიდევ როდის იქნება ეს შესაძლებლობების ფანჯარა გაღებული საქართველოსთვის, როდის ექნება საქართველოს კიდევ შანსი, რომ ერთი ნაბიჯი კიდევ წინ გადაიდგას და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, კაციშვილმა არ იცის და როდესაც ამ შანსს შენ არ იყენებ, არამედ პირიქით, ებრძვი ამ შანსის გამოყენებას შენი ნაბიჯებით, შენი გადაწყვეტილებებით, ეს მოღალატეობრივი ნაბიჯებია და ამას აუცილებლად ასე შეაფასებს ისტორია და ჩვენი მომავალი თაობები.

შემდეგი იქნება ის, რომ ევროკავშირი შეიძლება აღარ იყოს ისე აქტიურად დაკავებული საქართველოს საკითხებით, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ იქნება და ეყოფათ გამბედაობა იმის შესაფასებლად, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას „ქართული ოცნების“ სახით, არ გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მოესპოს განვითარების შანსი. ეს ის შანსია, რომელიც რამდენიმე დეკადის განმავლობაში შეიძლება აღარ მიეცეს ქვეყანას. ევროკავშირის გაფართოება არ არის მუდმივმოქმედი პროცესი, გარკვეულწილად რაღაც ეტაპებზე და მოვლენებზეა მიბმული. სწორედ ახლა არის ის ეტაპი, როცა არის შესაძლებლობა, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის