გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, დოჰამ ბერლინისთვის 2024 წელს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, ყატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის, გერმანიის მომავალი ენერგეტიკული სტრატეგიისთვის ყატარი გასაღები გახდება.

"ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სტრატეგიაში", - განაცხადა შოლცმა.

ყატარის ემირმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს გერმანიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს.