კობა კობალაძე ნოდარ რეხვიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნოდარ რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, ნოდარ (ავთანდილ) რეხვიაშვილი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, სპორტის ოსტატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. ამასთან, სპორტითა და ფერწერით ბავშვობიდან იყო გატაცებული.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ, მან მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. აფხაზეთის ომის შემდეგ, ძალოვან უწყებაში თითქმის 20 წელი მუშაობდა. ასევე, 4 წელია, რაც ფერწერით აქტიურად დაკავდა და ამ ხნის განმავლობაში, 200-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა.

ნოდარ რეხვიაშვილის შემოქმედებაში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მისი მშობლიური რაჭის, კერძოდ კი სოფელ ჭიორას პეიზაჟებს, საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ეკლესია-მონასტრებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, წელს, მისი მესამე პერსონალური გამოფენაა, რომელიც 21 მაისამდე გასტანს.

გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ ნოდარ რეხვიაშვილს, შემოქმედებით საქმიანობაში, წარმატებები უსურვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა