პენტაგონმა განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში ლაზერული იარაღი გამოიყენა

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში ლაზერული იარაღი გამოიყენა მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ ის უკრაინულ თვითმფრინავებზე შეტევის განსახორციელებლად ლაზერებს იყენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

"ჩვენ არ გვაქვს რაიმე მითითება უკრაინაში ლაზერების, ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებული ლაზერების გამოყენების შესახებ. ამის დამადასტურებელი არაფერია", - განუცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.

აღნიშნული განცხადება მოჰყვა რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ახალი თაობის მძლავრ ლაზერებს იყენებდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა