ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც განსაზღვრავს, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში და ვინ იქნება ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია დაძაბული კონკურენცია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის „ლიბერალურ-ნაციონალურ კოალიციასა“ და ოპოზიციურ „ლეიბორისტულ პარტიას“ შორის, რომელსაც ენტონი ალბანეზა ხელმძღვანელობს.

ავსტრალიაში არჩევნებში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდან პირებისთვის სავალდებულოა და საარჩევნო კომისიის (AEC) ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17.2 მილიონზე მეტი მოქალაქეა დარეგისტრირებული.

საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ უკვე მისცა ხმა ხმის მიცემის წინასწარ გახსნილი ცენტრების ან ფოსტის საშუალებით. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე დაიხურება. „ლეიბორისტებმა” ან „ლიბერალ-ნაციონალურმა” კოალიციამ მთავრობის ფორმირებისთვის ქვედა პალატაში 76 მანდატი უნდა მოიპოვონ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“