რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მედიის ინფორმაციით, სასანქციო სიაში მოხვდნენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

მათივე მტკიცებით გააგრძელებენ სათანადო რეაგირებას აშშ-ის „მტრულ ქმედებებზე“, რომელიც „ბუმერანგია თავად შეერთებული შტატებისთვის“.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს და ბრიტანეთის მთავრობის 10 სხვა წევრს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო