იენს სტოლტენბერგი - რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე ვესაუბრე

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„ჩვენი ღირებული მოკავშირის, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით ვესაუბრე. ვთანხმდებით, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გათვალისწინებული უნდა იყოს და გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს,“- წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს ქვეყნები „ტერორისტების თავშესაფარია.“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს