ანარქისტებმა ავსტრიაში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის,  პუტინთან დაახლოებული პირის იგორ შუვალოვის მამული დაიკავეს

ანარქისტებმა ავსტრიაში ატერზეეს ტბაზე მდებარე რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პუტინთან დაახლოებული პირის იგორ შუვალოვის მამული ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დაიკავეს. გამოცემა Salzburger Nachrichten-ის ცნობით, სახლი დაიკავეს ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს თავისუფალი ანარქისტული ორგანიზაციების კავშირის წევრებს უწოდებენ.

აქტივისტებმა დაგმეს ომი უკრაინაში და მოითხოვეს შუვალოვის ქონების ჩამორთმევა.

„მოვითხოვთ, რომ სახლი იქნას გადაკეთებული ლტოლვილების, დეზერტირებისა და უსახლკაროების საცხოვრებლად. ასევე მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს ატერზეეს ტბის პრივატიზება“,- ნათქვამია განცხადებაში.

აქტივისტებმა სახლზე ბანერები წარწერით: „სოლიდარობა ლტოლვილებსა და დეზერტირებს“, „თავისუფალი წვდომა ტბაზე“ გამოფინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა